შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოში, 12 სექტემბერს, შევიდა შეტყობინება, რომ თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩიდან მოპარული იყო “Mitsubishi Pajero”- ს ფირმის ავტომობილი.
სამართალდამცველებმა დაიწყეს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება და უცნაური ფაქტი დაადგინეს.
გამოძიების მსვლელობისას აღმოაჩინეს, რომ ავტომობილის მფლობელმა საქართველოს და ისრაელის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ფ.ს.-მ სადაზღვეო კომპანიისგან თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მიღების მიზნით , წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, მისი კუთვნილი ავტომობილი მეგობრის ავტოფარეხში დააყენა , ხოლო სამართალდამცველებს განუცხადა, რომ ავტომობილი მოპარეს.
ავტომობილის გადამალვის ფაქტს, ავტოფარეხის მეპატრონე, ფ.ს.-ს მეგობარი ა.ა.-ც ადასტურებს.
ავტომობილის ქურდობაზე გაკეთებული შეტყობინების შემდეგ ფ.ს.-მ საქართველოს საზღვარი მალევე დატოვა.