(რეზონანსი) აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ყოფილი „ნომერ პირველი ტერორისტის" ოსამა ბინ ლადენის შვილი ჰამზა, ამერიკული სპეცოპერაციის შედეგად დაიღუპა.
ტრამპის თქმით, ტერორისტული ორგანიზაცია „ალ-ქაიდას" მაღალი რანგის წევრის ლიკვიდაცია ავღანეთსა და პაკისტანში სპეცოპერაციის დროს მოხდა. ჰამზა ბინ ლადენი სხვადასხვა ტერორისტული ორგანიზაციების დაკავშირებაზე მუშაობდა.
„ჰამზა ბინ ლადენის დაკარგვა არამხოლოდ ერთ-ერთ ლიდერს დაუკარგავს „ალ ქაიდას", არამედ სიმბოლურ კავშირს მამასთან, რომელიც დღემდე ტერორისტებისთვის გმირად მიიჩნევა", - წერია განცხადებაში.
ჰამზას სიკვდილის შესახებ ცნობილი 2019 წლის ივლისში გახდა, თუმცა ამერიკულმა ხელისუფლებამ მაშინ ეს ინფორმაცია არ დაადასტურა.
ოსამა ბინ ლადენი ტერორისტული ორგანიზაცია „ალ-ქაიდას" ლიდერი იყო. ის 2011 წელს პაკისტანში სპეცოპერაციის დროს მოკლეს.