რეზონანსი
14.09.2019

 (რეზონანსი) აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე მსუბუქ ავტომობილს ხანძარი გაუჩნდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ცეცხლი „მერსედესის" მარკის მსუბუქ ავტომობილს მოეკიდა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ეკიპაჟი.

უსაფრთხოების მიზნით, შემთხვევის გამო თბილისის მიმართულებით ავტომობილების გადაადგილება დროებით შეჩერდა. ცეცხლის ლოკალიზების შემდეგ კი, მოძრაობა განახლდა.

შემთხვევის შედეგად არავინ არ დაშავებულა. ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×