რეზონანსი
14.09.2019

 (რეზონანსი) შევეშვათ ხაზარაძის ლანძღვა-თათხვას, მინიმუმ არაგონივრული და არაპრაგმატულია ამ ეტაპზე, - ასე ეხმურება „ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნიკა მელია მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას.

როგორც ნიკა მელია ფეისბუქზე წერს, მამუკა ხაზარაძე კი არა, სამიზნე ბიძინა ივანიშვილია.

"მეგობრებო, მავნებელი ბიძინა და მისი "გუნდია" სამიზნე და არა ჯერ არ შექმნილი ოპოზიციური პარტია. შევეშვათ ხაზარაძის ლანძღვა-თათხვას. მინიმუმ არაგონივრული და არაპრაგმატულია ამ ეტაპზე. კრიტიკას ყოველთვის მოვასწრებთ", - წერს ნიკა მელია.

შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძემ 12 სექტემბერს პოლიტიკური მოძრაობა "ლელო" დააფუძნა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×