რეზონანსი
14.09.2019

 (რეზონანსი) საქართველოს ფინანსთა ყოფილ მინისტრს ნოდარ ხადურს 14 სექტემბერს დაკრძალავენ. მას 14:00 საათზე, სიონის საკათედრო ტაძრიდან გამოასვენებენ.

ნოდარ ხადური 10 სექტემბერს, 49 წლის ასაკში გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ნოდარ ხადურის გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.

ნოდარ ხადური 2016 წლის 1 დეკემბრიდან საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე იყო. 2012 წლის ოქტომბრიდან 2016 წლის ნოემბრამდე მას საქართველოს ფინანსთა მინისტრის თანამდებობა ეკავა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×