რეზონანსი
14.09.2019

 საქართველოს ექს-პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას შვილი, კონსტანტინე (კოკო) გამსახურდია აქვეყნებს მისი შვილის, ზვიად გამსახურდიას შესახებ ფოტოს და მცირე ინფორმაციას. მის პოსტს საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა საქართველოში. ქართველი გულშემატკივრები პატარა ზვიად გამსახურდიას წარმატებებს უსურვებენ.

“ეს ზვიადია, ჩემი უმცროსი ვაჟი. იგი შვეიცარიაში დაიბადა, დევნილობის პირველივე თვეებში. ბავშვობასა და მოზარდობაში ვირტუოზი მევიოლინე, ამჟამად ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტი.

ამ დღეებში იგი იტალიურ ენაზე წაიკითხავს მოხსენებას “უმბერტო ეკოს სემიოტიკა, ანუ უსასრულო სემიოზი”, (ქართულად იგივე ნიშან-სიმბოლოების ენა) ამ თვალსაჩინო მწერლის თეორიულ შრომებზე დაყრდნობით.

მჯერა, რომ იგი ამჯერადაც წარმატებული იქნება”. – წერს კოკო გამსახურდია.

მეტრონომი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×