რეზონანსი
13.09.2019

 ლაფანყურში მოხდარია ავარიისას დაშავებული 1 ახალგაზრდა გარდაიცვალა. ექიმების თქმით, 32 წლის ახალგაზრდა კომატოზურ მდგომრეობაში იმყოფებოდა და სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნებოდა.

რაც შეეხება მეორე დაშავებულს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

ავტოავარია თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურში მოხდა. ოპელის მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ხეს შეეჯახა და ამობრუნდა.

მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს,რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×