რეზონანსი
13.09.2019

  ბათუმში, მაქაცარიას პირველ ნომერში საცხოვრებელი სახლს ცეცხლი გაუჩნდა. არსებული ინფორმაციით, დამწვარია 20 კვადრატული მეტრი. ადგილზე მისულმა სახანძრო სამაშველო სამსახურის ჯგუფმა ხანძრის ლიკვიდაცია მალევე მოახდინა.

როგორც სახანძრო სამაშველო სამსახურში „პრაიმტაიმს" განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 187 მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

წყარო: პრაიმტაიმი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×