რეზონანსი
13.09.2019

  ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ახალგაზრდებიდან ერთ-ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალში განუცხადეს.

"ორი ახალგაზრდა მამაკაცი გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში იმყოფება. ერთს აქვს მარჯვენა ბარძაყის და წვივის ძვლების ღია მოტეხილობა, ტრავმული შოკი. მეორეს სხეულის მრავლობითი ჭრილობები, ქვედა კიდურზე რბილი ქსოვილების დაზიანება. მათ უგრძელდებათ მკურნალობა" , - აცხადებენ ჰოსპიტალში.

ზუგდიდში, აღმაშენებლის ქუჩაზე, მსუბუქი ავტომანქანა მოტოციკლს შეეჯახა, რის შედეგადაც, ორი ადამიანი დაშავდა.

წყარო: ინტერპრესნიუსი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×