რეზონანსი
13.09.2019

  რესტორან "ქალაქურის" გამწოვში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112"-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, თბილისში, ზ. გამსახურდიას სანაპიროზე, რესტორან "ქალაქურის" სახურავზე შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი.

შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები გავიდნენ.

ცეცხლი ჰაერის გამწოვ სისტემას გაუჩნდა და არსებობდა გავრცელების საფრთხეც, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა რეაგირება დროულად მოახერხეს.

ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.

ადგილზე მუშაობდა 4 სახანძრო-სამაშველო მანქანა და 20-მდე მეხანძრე-მაშველი.

წყარო: პრაიმტაიმი

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×