რეზონანსი
13.09.2019

 (რეზონანსი) ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ხორგაში ტრაქტორის ქვეშ 55 წლამდე მამაკაცი მოჰყვა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ტრაქტორი ქვიშით იყო დატვირთული და მან გამოსვლა ვერ მოახერხა.

„პატარა ხელის ტრაქტორი ჰყავდა, ე.წ.მოტო ბლოკი ქვიშის მოსატანად ყოფილა მარტო წასული, დაუტვირთია, გადაბრუნებულა და ქვევით მოყოლილა. დაახლოებით 10 წუთში მოვიდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა, მაგრამ ის უკვე გარდაცვლილი იყო,"- განუცხადა „პრაიმტაიმს" ხობის მუნიციპალიტეტის შუა ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა ვალერიან ქაცარავამ.

მოხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე - 5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×