რეზონანსი
13.09.2019

 (რეზონანსი) დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ გორაში გუშინ გვიან ღამით, რუსეთის მოქალაქე, 60 წლამდე მამაკაცი მოკლეს. მას ცეცხლსასროლი იარაღით ერთი ჭრილობა, გულის არეში აქვს მიყინებული. მამაკაცი მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა.

როგორც „კვირას" გარდაცვლილის მეუღლემ ფემინა დემირჩევას განუცხადა, საღამოს დაუდგენელმა პირმა მის მეუღლეს დაურეკა, გარეთ გავიდა და ესროლეს.

გარდაცვლილის მეუღლე რამდენიმე ვერსიაზე საუბრობს. მათ შორის, მისი თქმით ეჭვი აქვს გვერდით სოფელში მცხოვრებ ეთნიკურად აზერბაიჯანელებზე, რომლებთანაც მის მეუღლეს წარსულში კონფლიქტი ქონდა.

გარდაცვლილის მეზობლები ამბობენ, რომ მათ სროლის ხმა არ გაუგიათ.

ამ წუთებში, მკვლელობაში ეჭვმიტანილის სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს, ადგილზე მუშაობენ ექსპერტ კრიმინალისტები.

გარდაცვლილს ექსპერტიზა რუსთავში, საექსპერტო განყოფილებაში უტარდება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება 108 მუხლით დაიწყო რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×