რეზონანსი
13.09.2019

 (რეზონანსი) გავრცელებული ინფორმაციით, გონიოში ზაქარია ქუცნაშვილის მეუღლე ანტისაოკუპაციო მოძრაობის ერთ-ერთ წევრს ფიზიკურად გაუსწორდა. ინციდენტის შემდეგ აქცია "სირცხვილიას" მონაწილე პოლიციაში გადაიყვანეს.

ქუცნაშვილს ახალგაზრდა ირაკლი არეშიძემ "გავრილოვის მონა" უწოდა, რამაც ყოფილი დეპუტატის მეუღლის გაღიზიანება გამოიწვია. ახალგაზრდის თქმით, ქუცნაშვილის მეუღლემ მას სახეში გაარტყა. არეშიძე 20 ივნისის აქციის მონაწილეა.

"ქართული ოცნების" ყოფილ დეპუტატი ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს. მისი თქმით, ინფორმაცია დამახინჯებულად გავრცელდა.

„არასწორი ინფორმაციაა ცრუ ინფორმაციაა, პირიქით მოხდა ყველაფერი. თუ ჩავთვლი საჭიროდ, მე გავავრცელებ ინფორმაციას," - აღნიშნა ზაქარია ქუცნაშვილმა „რუსთავი 2"-თან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×