რეზონანსი
13.09.2019

 (რეზონანსი) შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის მოადგილედ იოსებ ჭელიძე დაინიშნა.

2015 წლიდან ჭელიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექციის უფროსი იყო. მანამდე იკავებდა შსს-ს გენერალური ინსპექციის დეპარტამენტის დირექტორის უფროსის მოადგილის, ამავე უწყების სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის პირადი დაცვის სპეციალური სამმართველოს უფროსის თანამდებობებს.

2005-2015 წლებში მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტში სხვადასხვა თანამდებობებზე, 1995-2005 წლებში კი საქართველოს რესპუბლიკის სამთავრობო დაცვის სამსახურში.

შინაგან საქმეთა მინისტრს ამ დროისთვის ხუთი მოადგილე ჰყავს - კახაბერ საბანაძე, ნინო ჯავახაძე, ლევან კაკავა, ვლადიმერ ბორცვაძე და იოსებ ჭელიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×