რეზონანსი
13.09.2019

 (რეზონანსი) „ივანიშვილს მოუნდა, დააბრახუნა მაგიდაზე ხელი, არ ეამა, რომ იმ დღეს პარლამენტში მივედი", - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერმა, ნიკა მელიამ პროკურატურაში დაბარებასთან დაკავშირებით „მთავარის" ჟურნალისტს განუცხადა.

მისი თქმით, იგი აქტიური პოლიტიკური ცხოვრებისგან თავს არ შეიზღუდავს.

„ცდილობენ, რომ შემზღუდონ აქტიური პოლიტიკოსი გადაცემებში სიარულით. არ შევიზღუდავ თავს არანაირად, იმიტომ, რომ არა თუ უფლება მაქვს, არამედ ეს ჩემი ვალდებულებაც არის.

ივანიშვილი მეუბნება რომ არ იარო არსადო. რაღაცნაირად ხომ უნდა დაასაბუთოს პროკურორმა, რომ ჩემი გადაცემაში მისვლა არის სახიფათო. ივანიშვილს მოუნდა, დააბრახუნა მაგიდაზე ხელი, არ ეამა, რომ იმ დღეს პარლამენტში მივედი. ცივი წყალი დალიოს", - განაცხადა ნიკა მელიამ.

ცნობისთვის, 26 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერა, გენერალურმა პროკურატურამ კი 25 ივნისს მას ბრალი წაუყენა. როგორც პროკურორმა განაცხადა მელიას მიმართ გამოიკვეთა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები.

დღეს იგი პროკურატურაში დაიბარეს და გააფრთხილეს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების დაუმორჩილებლობის განმეორების შემთხვევაში, მის მიმართ შესაძლოა, უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიება მოითხოვოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×