რეზონანსი
13.09.2019

 (რეზონანსი) თბილისის მერი კახა კალაძე „თიბისი ბანკის" დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომ ბიძინა ივანიშვილთან გამართულ შეხვედრას მაშინდელი მთავარი პროკურორი, ირაკლი შოთაძეც ესწრებოდა, ჭორაობას უწოდებს.

კალაძის თქმით, თუ ეს ისტორია რეალობას შეესაბამება, ხაზარაძეს მაშინვე უნდა ეთქვა ამ ყველაფრის შესახებ და არა ახლა.

"მე ჭორაობას დავარქმევ ამას და ასე შევაფასებ. თუ რამე მსგავსი იყო, გამოსულიყო და ეთქვა მაშინ, რამდენი წელი გავიდა მას შემდეგ, როცა ეს ისტორია მოხდა? შოთაძე დიდი ხანია გათავისუფლებულია. უკეთესი იქნება ჭორაობას თავი დავანებოთ",- განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, გუშინ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს" დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ ბიძინა ივანიშვილთან გამართული შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ შეხვედრას ვანო ჩხარტიშვილის გარდა, მაშინდელი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძეც ესწრებოდა. მისი თქმით, შეხვედრაზე შოთაძის ხილვა მისთვის მოულოდნელი იყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×