რეზონანსი
13.09.2019

 (რეზონანსი) ქუთაისში მოზარდს დენმა დაარტყა. თვითმხილველების თქმით, ბავშვზე დენი ქუჩაში ჩამოვარდნილი მავთულიდან გადავიდა, ის ცუდად გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, დენის მავთული ძლიერმა ქარმა დააზიანა. შემთხვევა გუშინ მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

მოზარდი ამ დროისთვის სახლში იმყოფება და თავს კარგად გრძნობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×