რეზონანსი
13.09.2019

 (რეზონანსი) ექსპერტი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ საზოგადოებრივი მოძრაობის "ლელოს" დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძეს, როგორც "ქართული ოცნება", ისე "ნაციონალური მოძრაობა" ებრძვის.

მისი თქმით, მამუკა ხაზარაძე დღეს "ორ ცეცხლს შუაა".

"მამუკა ხაზარაძე ხელისუფლებისთვის ისეთივე პრობლემაა, როგორც "ნაციონალური მოძრაობისთვის". ამ პარტიებს უნდათ, შუა გაიკრიფოს და ყველაფერი გაინაწილონ, ანუ სურთ სამყაროში მათ გარდა არავინ არსებობდეს. მამუკა ხაზარაძე პოლიტიკური პარტიებისთვის დისკომფორტს ქმნის, იმიტომ რომ მას აქვს შანსი საარჩევნოდ ორპოლუსიანობის განცდა დაანგრიოს. ეს პოლიტიკური ელიტა მიჩვეულია ამ ჭაობში ცხოვრებას და თავისი პატარა თუ დიდი ბოსტნის მოზომვას. ვიღაცა ახალი რომ გამოჩნდება ამ სოფელში, ბუნებრივია, მთელი სოფელი აუმხედრდება. მამუკა ხაზარაძე ორცეცხლს შუაა",- განაცხადა გია ხუხაშვილმა "2020NEWS" -თან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×