რეზონანსი
13.09.2019

 (რეზონანსი) ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი ტურისტი გენადი ოსიპოვი ზღვაში დაიხრჩო.

შემთხვევა 9 სექტემბერს მოხდა, თუმცა გვამის იდენტიფიცირება მხოლოდ 12 სექტემბერს მოხერხდა.

არსებული ინფორმაციით, ოსიპოვის ძმამ მილიციას მიმართა. ნაპირზე კი დაღუპულის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა იპოვეს.

აღმოჩნდა, რომ ძმები ოსიპოვები ოკუპირებულ აფხაზეთში 4 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×