რეზონანსი
13.09.2019

 (რეზონანსი) პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ვიცე-პრემიერები დაასახელა. გახარიას გადაწყვეტილებით, აღნიშნულ პოსტზე კვლავ რჩება ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი. ასევე ვიცე-პერმიერის თანამდებობაზე დაინიშნა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.

„კაბინეტში გვეყოლება ორი ვიცე-პრემიერი. ესენი არიან ქალბატონი მაია ცქიტიშვილი და ქალბატონი თეა წულუკიანი. მოგეხსენებათ, რომ ეს ჩვენ გუნდის ძველი, გამოცდილი წევრები არიან და დარწმუნებული ვარ, ეს გუნდს კიდევ უფრო გააძლიერებს", - განაცხადა გახარიამ.

მთავრობა გიორგის გახარიას ხელმძღვანელობით ამ წუთებში პირველ სხდომას მართავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×