რეზონანსი
13.09.2019

გუშინ ხაზარაძეს რაღაცეები ულაპარაკია ჩემზე გრიგოლიასთან და ივანიშვილი უქია. ზოგადად ტიპს არ დაუწყია და უკვე დაამთავრა. Soo pathetic“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მამუკა ხაზარაძის კომენტარს მასთან დაკავშირებით. ახალი პოლიტიკური მოძრაობის დამფუძნებელმა კი გუშინ პირდაპირი ეთერით ასეთი რამ განაცხადა:

„მივმართავ სააკაშვილს, პირველ რიგში, ტონი და სიტყვათა წყობა შეცვალოს. მე მესმის პოლიტიკა, მე მესმის კონკურენცია, მაგრამ სიტყვათა წყობა და შეურაცხყოფა შეცვალოს. ადამიანი, რომელსაც ქვეყანა ირჩევს პრეზიდენტად და ადამიანი, რომელიც გაურბის მართლმსაჯულებას და იცვლის პასპორტს, ის ჩემთვის დამთავრებული ამბავია. მე ამ ქვეყნიდან 15 წლის წინაც შემძლო წასვლა, მაგან რომ ჩემს წინააღმდეგ საქმე აღძრა, მაგრამ არც მაშინ წავსულვარ, არც პასპორტი გამომიცვლია და არც ბიზნესი გადამიტანია სხვაგან. როდესაც მთავარსარდალი ხარ და პასპორტს იცვლი, დამიჭერენო... ამიტომ ოდესიდან ელაპარაკოს ოდესელებს“, - განაცხადა ხაზარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×