რეზონანსი
13.09.2019

26 წლის სომჩაი ლურაკი და მისი საცოლე ემა ვეიგანი სამ მცირეწლოვან (3-დან 6 წლამდე) ქალიშვილთან ერთად ერთად სახლში მიდიოდნენ. ავტომობილი შუქნიშანზე იდგა, როცა მას 130 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი მანქანა შეეჯახა. 

რამდენიმე ხნის შემდეგ კაცი აიდაჰოს ერთ-ერთ საავადმყოფოში მოვიდა გონს. მის გვერდით მისი ძმა ენტონი იდგა, რომელმაც არ იცოდა თვალები სად წაეღო. ბოლოს ძალა მოიკრიბა და უთხრა, რომ ემას მოტეხილობები ჰქონდა და გვერდით პალატაში იწვა, მაგრამ გოგონები – ანინა, კია და დრაიკა ცოცხლები აღარ იყვნენ. ისინი შემთხვევის ადგილზე დაიღუპნენ.

თითქოს ეს არ იყო საკმარისი, ძმას იმის შეტყობინებაც მოუხდა, რომ თავად სომჩაი, კისტეის არეში მიღებული 7 დაზიანების გამო, კისრის ქვემოთ პარალიზებული იყო. მართალია სხეულის ზოგიერთ ნაწილში მას მგრძნობელობა შენარჩუნებული აქვს, მაგრამ კაცს მათი მართვა არ შეუძლია.

მთვრალი მძღოლი დაკავებულია. მას სამმაგ მკვლელობაში ედება ბრალი, მაგრამ ამით ლორაკების ოჯახს შვება არ მისცემიათ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×