რეზონანსი
13.09.2019

 რუსთავში, მე-12 მიკრორაიონში მდებარე სტრიპტიზ კლუბმა გადაჭარბებული ხმაურის გამო გაფრთხილება მიიღო. როგორც "ინფო რუსთავს" რუსთავის მერიის ზედამხედველობის სამსახურში განუცხადეს, შეტყობინება გადაჭარბებულ ხმაურთან დაკავშირებით მერიაში კლუბის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის მხრიდან შევიდა.

ფაქტზე  ობიექტმა ჯერჯერობით გაფრთხილება მიიღო, რადგან კანონმდებლობა პირველ ჯერზე ხმაურისთვის პირის მხოლოდ გაფრთხილებას ითვალისწინებს, განმეორებით შემთხვევაში კი სტრიპტიზ კლუბი 500 ლარით დაჯარიმდება.

რუსთავში ხმაურის გამო გაფრთხილება კიდევ ერთმა ობიექტმა, კოსტავას გამზირზე, მერიის წინ მდებარე კაფე-ბარმა მიიღო. ამ ეტაპისთვის დაწესებულება აღარ ფუნქციონირებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×