რეზონანსი
12.09.2019

(რეზონანსი) "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ოპოზიციის ბრალდებებს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ პასუხობს.

"ორმხრივი პიარული შეტევების გავლენის ქვეშ ვართ. სინამდვილეში ჩვენი კურსი, ვინც რა უნდა ილაპარაკოს, არის ის, რაც ჩაიწერა კონსტიტუციაში, ეს არის ის კურსი, რომელზეც ამ შეხვედრაზე ვისაუბრეთ. ეს არის ევროატლანტიკური სივრცე, რომლის ნაწილიც უნდა გავხდეთ და აუცილებლად გავხდებით, იმიტომ, რომ ამ გზაზე ვართ, არასდროს გადავუხვევთ, რაც არ უნდა დაგვაბრალონ ან ერთი მხრიდან მეორესთან გარიგების შესახებ, ან მეორე მხრიდან პირველთან გარიგების შესახებ - ეს არის ყველაფერი მათი მესიჯბოქსი. ერთი სააკაშვილის მესიჯბოქსის ნაწილია, მეორე რუსული ძალების მხარდამჭერი ძალების მესიჯბოქსია, სიმართლე კი არის ის, რაც კონსტიტუციაში წერია და რაც ასეთ შეხვედრებზე აღინიშნება ხოლმე,"- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×