რეზონანსი
12.09.2019

  (რეზონანსი) საქართველოს დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსი დავით სუჯაშვილი თავდაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

დავით სუჯაშვილი 2013-2019 წლებში, თავდაცვის მინიტრის მოადგილედ დანიშვნამდე, დაზვერვის სამსახურის უფროსთან ერთად, დაზვერვის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველიც გახლდათ. 2014-2015 წლებში კი მას სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის თანამდებობაც ეკავა.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ თავდაცვის მინისტრის კიდევ ერთ მოადგილედ რატი ბრეგაძე დაინიშნა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×