რეზონანსი
12.09.2019

  (რეზონანსი) სოციალურ ქსელში შვილმკვდარი დედის განცხადება გავრცელდა, რომელმაც ტელეფონი დაკარგა, სადაც დაღუპული შვილის ვიდეოებს ინახავდა.  ელენა აწკარუნაშვილის განცხადებით დაკარგულ მობილურ ტელეფონში მისი გარდაცვლილი შვილის ვიდეოებს და შეტყობინებებს ინახავდა. იგი მპოვნელს თხოვნით მიმართავს , რომ დაუბრუნოს ნივთი.

"ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩერმი შვილია იქ. ყველაზე ძალიან ეს მინდა რომ მისი ხმა მოვისმინო, რომ ვნახო ბოლო მესიჯები, მის შეტყობინებებს რომ  ვკითხულობდი ჩემი შვილის ხმა მესმოდა. სხვა ინტერესი არა მაქვს, ჩემი შვილის მესიჯები, ვიდეო და ფოტოები დავიბრუნო. " - განაცხადა შვილმკვდარმა დედამ. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×