რეზონანსი
12.09.2019

 (რეზონანსი)ვაზიანის „მარშრუტკით" მგზავრობა 50 თეთრით ძვირდება, რაზეც მგზავრები უკმაყოფილებას გამოხატავენ და აცხადებენ, რომ გარეუბანი, ფაქტობრივად, მოწყვეტილია ყველაფერს.

ყველაზე დიდი პრობლემა კი არაკომფორტილი „მარშრუტკაა," რომლის ირგვლივაც ვნებათაღელვა თითქმის არასდროს ცხრება. როგორც მგზავრები ამბობენ, „მარშრუტკები" ტექნიკურად გაუმართავია. მიმოსვლის გრაფიკი არეულია და ხშირ შემთხვევაში, მძღოლები ნახევარ საათში ერთხელ დადიან, რაც საბოლოოდ მგზავრებით გადატენილ „მარშრუტკებში" სუნთქვის საშუალებასაც კი არ იძლევა.

ყველაფერთან ერთად, მძღოლები საფასურს ერთი ლარიდან 1.50 ლარამდე ზრდიან. ვაზიანის მოსახლეობა სატრანსპორტო კომპანიისგან ითხოვს საზოგადოებრივი ტრანსპორტის დანიშვნას, წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტის ნიშნად აქციებს აანონსებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×