რეზონანსი
10.09.2019

"რუს­თა­ვი 2"-ის სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რის ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლის ნო­დარ მე­ლა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პრე­ზი­დენ­ტის პრესს­პი­კე­რი ხა­ტია მო­ის­წრა­ფიშ­ვი­ლი სამ­სა­ხუ­რი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს იმის გამო, რომ მან მე­ლა­ძეს და "მთა­ვარ არხს" მხარ­და­ჭე­რა გა­მო­უ­ცხა­და. ამის შე­სა­ხებ აწ უკვე "მთა­ვა­რი არ­ხის" წამ­ყვან­მა და სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე და­წე­რა:

"ასეთ პოს­ტებს იშ­ვი­ა­თად ვწერ, მაგ­რამ უნდა ვი­ცო­დეთ რა ქვე­ყა­ნა­ში ვცხოვ­რობთ.

სირ­ცხვი­ლია!!! ნი­უს­რუ­მის­თვის სა­მუ­შა­ოდ ჟურ­ნა­ლის­ტებს სუ­სის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, რომ ეძე­ბენ.

სირ­ცხვი­ლია!!! პრო­კუ­რა­ტუ­რის მუ­შა­კე­ბი ნაც­ნობ ჟურ­ნა­ლის­ტებს, რომ ურე­კა­ვენ და ოქ­როს კოშ­კებს უშე­ნე­ბენ "რუს­თა­ვი 2"-ში დაბ­რუ­ნე­ბის სა­ნაც­ვლოდ.

სირ­ცხვი­ლია!!! პრე­ზი­დენ­ტის პრესს­პი­კერს, სამ­სა­ხუ­რი­დან წას­ვლა აი­ძუ­ლო იმის გამო, რომ კრი­ტი­კუ­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ის სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რის უფ­როსს, რო­მე­ლიც მისი მე­გო­ბა­რია, რო­მელ­თან ერ­თა­დაც ბევ­რი წელი იმუ­შა­ვა, პოს­ტი მი­უ­ძღვნა" - და­წე­რა ნო­დარ მე­ლა­ძემ.

მე­ლა­ძე და მო­ის­წრა­ფიშ­ვი­ლი წლე­ბია მე­გობ­რო­ბენ, ჯერ კი­დევ ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმედ­ში" მუ­შა­ო­ბის პე­რი­ო­დი­დან. შემ­დეგ მათი პრო­ფე­სი­უ­ლი გზე­ბი გა­ი­ყო, თუმ­ცა, ამას ხელი არ შე­უშ­ლია ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის მე­გობ­რო­ბის­თვის. მო­ის­წრა­ფიშ­ვი­ლის "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე ნო­დარ მე­ლა­ძის მხარ­დამ­ჭე­რი პოს­ტი აღარ იძებ­ნე­ბა, რო­გორც ჩანს, პრე­ზი­დენ­ტის პრესს­პი­კერ­მა ის მოგ­ვი­ა­ნე­ბით წა­შა­ლა.

ამბები

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×