(რეზონანსი)თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე, „Now What?", რომელიც მეორე დღეა მიმდინარეობს, „პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი მივიდა, რის გამოც დარბაზში ხმაური და დაპირისპირებაა.
დარბაზში ხმაურის გამო, ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დევიდ კრამერი, „პატიოტთა ალიანსის" ლიდერთან მივიდა. მან ჟურნალისტებს და ინაშვილს მოუწოდა, შენობიდან გასულიყვნენ, რის შემდეგაც კრამერსა და ინაშვილს შორის შელაპარაკება მოხდა.
„გუშინ ჩვენზე იყო საუბარი მთელი დღის მანძილზე. ბრალს გვდებდნენ, ცილს გვწამებდნენ. მოვედი აქ, რომ მომესმინა და შემდეგ რამდენიმე წუთით მოხსენება წამეკითხა. ხომ არ შეიძლება მხოლოდ შენ გდებდნენ ბრალს და შენ არ გქონდეს საშუალება, პასუხი გასცე"- განაცხადა ირმა ინაშვილმა.