(რეზონანსი)თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე, „Now What?", რომელიც მეორე დღეა მიმდინარეობს, „პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი მივიდა, რის გამოც დარბაზში ხმაური და დაპირისპირებაა. ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ ის არის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე და სრული უფლება აქვს დაესწროს კონფერენციას.
ინაშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ არ იცის რატომ ჩათვალეს ორგანიზატორებმა მისი მოსვლა პროვოკაციად.
როგორც ინაშვილმა აღნიშნა, ის კონფერენციაზე დასწრებას გეგმავს და წასვლას არ აპირებს, თუმცა ორგანიზატორები ინაშვილისგან ითხოვენ დატოვოს შენობა, რასაც დარბაზში ხმაური მოყვა.
დაპირისპირება დაახლოებით 15 წუთია მიმდინარეობს.