რეზონანსი
10.09.2019

 (რეზონანსი)ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა სამინისტროს დელეგაციასთან ერთად აშშ-ში გაემგზავრა, სადაც ორ წამყვან ამერიკულ ავიაკომპანიასთან პირდაპირი ფრენების დაწყების შესახებ მოლაპარაკებებს გამართავს.

ეკონომიკის მინისტრი მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების - Delta Air Lines-ის და United airlines-ის წარმომადგენლებს შეხვდება და მათ საქართველოს შესახებ დეტალურ პრეზენტაციას წარუდგენს.

აშშ-სთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე მოლაპარაკების დასაწყებად დაგეგმილი ვიზიტი ნათია თურნავამ ჯერ კიდევ მიმდინარე წლის აგვისტოში დააანონსა. როგორც ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა მაშინ მედიის წარმომადგენლებს განუცხადა, ეკონომიკის სამინისტროს მიერ ჩატარებულმა დეტალურმა კვლევამ დაადასტურა, რომ პირდაპირი ფრენები საქართველოდან ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმზიდველია.

ნათია თურნავას შეფასებით, პირდაპირი ფრენების დაწყება, ერთი მხრივ, იქნება ძალიან ნათელი, ცალსახა პოზიტიური პოლიტიკური ნაბიჯი აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობიდან გამომდინარე, ხოლო მეორე მხრივ, კომერციულად მიმზიდველი კომპანიებისთვის.

ვიზიტის ორგანიზებაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად აშშ-ში საქართველოს საელჩომ მიიღო მონაწილეობა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×