რეზონანსი
10.09.2019

 (რეზონანსი)საქართველოს ფინანსთა ყოფილი მინისტრი და კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე ნოდარ ხადური 49 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, გულის შეტევა გახდა.

სამწუხარო ინფორმაციას თბილისის მერიის ყოფილი თანამშრომელი ოთარ აბესაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე ასე ეხმაურება:

"ძალიან დამწყდა გული... ბრწყინვალე ადამიანი და ბრწყინვალე პროფესორი... ჩემი გამორჩეულად კარგი ლექტორი ნოდარ ხადური 49 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ვიზიარებ ოჯაცის მწუხარებას", - წერს ოთარ აბესაძე სოციალურ ქსელში.

ნოდარ ხადურს საქართველოს ფინანსთა მინისტრის პოსტი 2012 წლის ოქტომბრიდან 2016 წლის ნოემბრამდე ეკავა. 2016 წლის დეკემბრიდან კი, კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელობდა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×