რეზონანსი
10.09.2019

 (რეზონანსი)თბილისის საქალაქო სასამართლომ ხულიგნური ქვენა გრძნობით, ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებული ს.ბ. დამნაშავედ ცნო.

სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2018 წლის 10 დეკემბერს, ქ.თბილისში, ჯავახეთის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ს.ბ.-მ განზრახ მოკვლის მიზნით, დანით არასრულწლოვნებს ლ.თ-ს და ა.გ-ს სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა, შემდეგ კი შემთხვევის ადგილი დატოვა. დროული სამედიცინო დახმარების გაწევის შედეგად ლ.თ-ს და ა.გ-ს გადარჩენა მოხერხდა.

სამართალდამცველებმა ს.ბ. იმავე დღეს ქ.თბილისში დააკავეს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ს.ბ. დამნაშავედ ცნო 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ" და მე-3 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად 16 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×