რეზონანსი
10.09.2019

 “რუსთავი2”-ის ფეისბუქ გვერდზე გამოჩნდა პოსტი, რომელიც მომხმარებლებს “მთავარი არხის” ეთერში გასვლის შესახებ ამცნობდა. როგორც არხის დირექტორი პაატა სალია აცხადებს, ტელევიზიის ფეისბუქის ადმინისტრატორი კვლავ ნოდარ მელაძეა, რომელიც უარს ამბობს პაროლის გადაცემაზე.

„რუსთავი2-ის ფეისბუქ გვერდის ადმინისტრატორი იყო ნოდარ მელაძე. მიუხედავად იმისა, რომ გათავისუფლდა სამსახურიდან, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე უარს აცხადებს ადმინისტრატორის უფლებების (ლოგინი და პაროლი) გადმოცემაზე. აღნიშნულის თაობაზე ოფიციალურად ეცნობა ფეისბუქის ადმინისტრაციას და მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები, რაც გარკვეულ დროს მოითხოვს. მელაძის მოქმედება სხვა არაფერია, თუ არა უპასუხისმგებლობა და თვითნებობა. ამასთანავე, შესაძლოა, მის მოქმედებაში იყოს კიბერდანაშაულის ნიშნები", – განაცხადა სალიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×