რეზონანსი
10.09.2019

 დეპუტატმა ემზარ კვიციანმა 9 სექტემბერს პარლამენტთან მომხდარი ინციდენტი დეტალურად გაიხსენა და დავით ბერძენიშვილის განცხადებასაც გამოეხმაურა. პოლიტიკოსის შვილთან, ზურაბ ბერძენიშვილთან ფიზიკურ დაპირისპირებაზე ის აცხადებს, რომ ახალგაზრდა მას თვითონ დაეჯახა და თვითონვე წაიქცა.

„დაველოდები იმ დარხევას, დაველოდები... შევხედოთ, აბა, ერთი, როგორ დამერხევა“ - აცხადებს გადაცემაში "360 გრადუსი" კვიციანი დავით ბერძენიშვილის საპასუხოდ.

9 სექტემბერს, პარლამენტის შენობასთან კვიციანი ბერძენიშვილის ვაჟს ფიზიკურად გაუსწორდა. ამ ფაქტს დავით ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და დაწერა: "ემზარ, როგორ დაგერხევა, რო იცოდე!"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×