რეზონანსი
09.09.2019

 (რეზონანსი)ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ ორ პუნქტზე „საზღვარი" გაურკვეველი ვადით ჩაკეტა. ამის შესახებ სააგენტო „რეს"-ი ცხინვალის КГБ-ზე დაყრდნობით იუწყება.

მიზეზად ცხინვალის რეჟიმი „ე.წ. სამხრეთ ოსეთის „საზღვრის" ცალკეულ მონაკვეთებზე ოფიციალური თბილისის მიერ დაძაბულობას და აქედან გამომდინარე, გართულებულ ოპერატიული მდგომარეობას" ასახელებს.

„სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, დროებით წყდება სამხრეთ ოსეთი-საქართველოს შორის გადამკვეთი პუნქტების ფუნქციონირება „რაზდახანსა" და „სინაგურში" , - განაცხადეს დეფაქტო უწყებაში.

სააგენტოს ინფორმაციით, გამშვები პუნქტების მუშაობა ვითარების დასტაბილურების შემდეგ იგეგმება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×