რეზონანსი
09.09.2019

 (რეზონანსი)„ჩვენო ზაზა, ჩვენთვის დიდი პატივია შენი ღვაწლის დაფასება", - კალათბურთის ფედერაცია ზაზა ფაჩულიას კარიერის დასრულებას ეხმაურება და განმარტავს, რომ მისი ღვაწლის დასაფასებლად მთელ რიგ ღონისძიებებს მოაწყობს.

„ქართული კალათბურთის წინაშე და მიგვაჩნია, რომ აუცილებელია სათანადო ღონისძიებების მოწყობა, რომლის ფორმატისა და თარიღების შესახებ უახლოეს მომავალში ყველა ერთად უნდა ჩამოვყალიბდეთ და ვაცნობოთ საზოგადოებას", - ნათქვამია ფედერაციის განცხადებაში.

თუმცა, ფედერაციამ ვრცელი განცხადება დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ მხოლოდ მას შემდეგ გააკეთა, რაც სოციალურ ქსელში ზაზა ფაჩულიას მეუღლემ გამოთქვა გულისტკივილი, რომ მისი მეუღლის კარიერის დასრულება არავინ შეიმჩნია და ის ჯეროვნად არ დააფასეს.

თიკა ალავიძემ ეს პოსტი სოციალურ ქსელში გუშინ გამოაქვეყნა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×