რეზონანსი
09.09.2019

 (რეზონანსი)ჩვენ არ შეგვიძლია, ვენდოთ რუსეთის მიერ ხელმოწერილ შეთანხმებებს, - ამის შესახებ ლატვიის ყოფილმა პრეზიდენტმა, ვალდის ზატლერსმა სოხუმის უნივერსიტეტში სტუმრობისას განაცხადა.

ზატლერსის თქმით, რუსეთი ამჟამად გაურკვეველი სახელმწიფოა და მოსკოვის ხელმოწერები ნდობას ნაკლებად იმსახურებს.

„ჩვენ ემოციური ერთობა გვაქვს თავისუფლებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. არაძალადობრივი გზით გამოვხატავთ სიძლიერეს. აქ იარაღი არ არის აღმართული, ეს სულების და გონების სიძლიერეა. რუსეთი ამჟამად გაურკვეველი სახელმწიფოა და ჩვენ არ შეგვიძლია ვენდოთ რუსეთის მიერ ხელმოწერილ შეთანხმებებს. ქართველებმა ერთიანობა უნდა აჩვენოთ. მსოფლიოს უნდა აჩვენოთ, თუ რა გინდათ. ეს იქნება გზავნილი რუსების მიმართაც. რუსეთის მოსახლეობა სამომავლოდ დაფიქრდება, რატომ დგას ახალგაზრდობა ჯაჭვში", - განაცხადა ლატვიის ყოფილმა პრეზიდენტმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×