რეზონანსი
09.09.2019

 (რეზონანსი) რუსეთში მცხოვრები ტელეწამყვანი თინა კანდელაკი ქართველი მომღერლის, ნინო ქათამაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც უკრაინულ ტელეარხ „1+1"-ის ეთერში განაცხადა, რომ რუსეთში კონცერტების გაუქმების მიუხედავად, რუსი მსმენელი უყვარს.

„განშორება ხანგრძლივი არ ყოფილა. როგორც ჩანს, ქართველი და უკრაინელი არტისტების მუსიკალური ბაზარი რუსეთშია. ასე, რომ იმ ჭაში ჩაფურთხება, რომლიდანაც წყალს სვამ, წინდაუხედაობაა. ზოგჯერ ლაპარაკს სჯობს იმღერო", - აცხადებს კანდელაკი.

2019 წლის 7 ივლისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთში მუსიკალური სერვისებიდან ნინო ქათამაძის სიმღერები წაშალეს. ამას წინ ქართველი მომღერალის მიერ გავრცელებული წერილი უძღოდა, რომელშიც განაცხადა, რომ ის რუსეთში აღარ იმღერებს.

მანამდე ქართველმა მომღერალმა ნინო ქათამაძემ რუსეთში Усадьба Jazz-ზე იმღერა, რის გამოც ის სოციალურ ქსელებში გააკრიტიკეს. წერილის გამოქვეყნების შემდეგ ნინო ქათამაძე პარლამენტის წინ აქციაზე მივიდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×