რეზონანსი
09.09.2019

 (რეზონანსი) „რუსთავი2"-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ სასამართლის მიერ დაკისრებული გირაოს თანხა, 40 000 ლარის ოდენობით გადაიხადა. ინფორმაციას პროკურატურაშის ადასტურებენ.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ „რუსთავი 2"-ის ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით 10 აგვისტოს მიმართა.

11 აგვისტოს სასამართლომ ნიკა გვარამიას 40 000 ლარის გირაო შეუფარდა. მოგვიანებით გვარამიამ გირაოს გადახდაზე უარი თქვა. თუმცა, გუშინ განაცხადა, რომ გირაოს გადაიხდიდა.

6 სექტემბერს ნიკა გვარამიას ახალი ბრალი წარედგინა. ახალი ბრალის ერთ-ერთი ეპიზოდის თანახმად, გენერალური პროკურატურა „რუსთავი 2"-ის ყოფილ დირექტორს, ნიკა გვარამიას დიდი ოდენობით უძრავი ქონების უკანონოდ დაუფლებას ედავება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×