რეზონანსი
09.09.2019

 (რეზონანსი) ქობულეთში კიდევ ერთი მცირეწლოვანი დაიკარგა. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, ბავშვი ე.წ. "ბანანზე" სთხოვდა მშობელს დაჯდომას. რამდენიმე წუთში, მშობელი მოტრიალდა და შვილი აღარ დახვდა.

„სამაშველო სამსახური ბავშვს ეძებდა წყალშიც და ნაპირზეც! საბედნიეროდ, პატარა მალე იპოვნეს, სანაპიროს გაუყვა და გზა აერია, თურმე. ინფორმაციის დასაზუსტებლად საათზე მეტი დრო დამჭირდა. განუწყვეტლივ ვრეკავდი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საიტზე მითითებულ ნომერზე, ზარიც არ გადიოდა! შემდეგ, დამეხმარა გენ. ინსპექცია და 112.

რაში გვჭირდება საჯარო სამსახურის საიტზე ნომერი, რომელზედაც ზარი არ გადის, ჯერ ვერ დავადგინე. ეს ხომ არ არის ფუფუნების საგანი, საგანგებო სამსახურია, მყისიერად უნდა მპასუხობდეს. სამაგიეროდ, დავადგინე, რომ პოლიციის სამმართველოში ბავშვის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ არ შესულა, რაც იმას ნიშნავს, რომ მშობელი არ დაიკითხება, სოციალური სამსახური არ მიაკითხავს, ფსიქოლოგი არ იმუშავებს მშობლებთან.

აი, ასეთი შემთხვევების დროსაა გასატარებელი პრევენციული ღონისძიებები. უმორჩილესად ვთხოვ ყველა მშობელს, თუ ვერ სწყდებით შეზლონს, მზეს, ზღვას, მთას, ციგას - ნუ წაიყვანთ ბავშვს დასასვენებლად. მარტომ დაისვენეთ, მაქსიმუმ რამდენიმე მეზობელმა გაგკიცხოთ, სამაგიეროდ, შვილის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ არ დადგება! და კიდევ ერთხელ მადლობა ქობულეთის სამაშველო სამსახურს!".

ალია

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×