რეზონანსი
09.09.2019

 (რეზონანსი) გავრცელებული ინფორმაციით, იურისტი კახა კოჟორიძე, შესაძლოა, ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებული მოძრაობის ერთ-ერთი სახე იყოს.

კოჟორაძე არსებულ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებს. 

"თიბისი ბანკის" დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ 2 დღეში გამოაცხადებს მის მიერ ჩამოყალიბებული საზოგადოებრივი მოძრაობის ოფიციალურად დაფუძნების თარიღს. მისი თქმით, უახლოეს მომავალში დააარსებს პარტიასაც.

"ამ კვირაში, ორ დღეში, გამოვაცხადებთ დაფუძნების თარიღს, დროს და ადგილმდებარეობას. უპირველეს ყოვლისა დავაფუძნებთ საზოგადოებრივ მოძრაობას, რომელიც დავაანონსეთ. ასევე, შეგატყობინებთ, როდის დაფუძნდება პოლიტიკური პარტია".

უკვე ცნობილია, რომ მამუკა ხაზარაძის სამოქალაქო მოძრაობის სპიკერი ასევე საიას ყოფილი თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი იქნება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×