(რეზონანსი) პრეზიდენტის პრესსპიკერის, ხატია მოისწრაფიშვილის თქმით, პრეზიდენტის მიერ მისი გათავისუფლება და ადმინისტრაციაში სხვა თანამდებობაზე გადაყვანა სიმართლეს არ შეესაბამება.
მოისწრაფიშვილი თანამდებობიდან თავისი ნებით წასვლას აპირებს.
„გავრცელებული ინფორმაცია, რომ გავთავისუფლდი პრეზიდენტის პრესპიკერის თანამდებობიდან და გადავედი ადმინისტრაციაში სხვა თანამდებობაზე არ შესაბამება სიმართლეს.
თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილებას მე მივიღებ პირადად და როდესაც მივიღებ ამას ვაცნობებ პირველყოვლისა პრეზიდენტს, ადმინისტრაციას და ჟურნალისტებს.
დამატებით საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის თანამდებობაზე მე ვმუშაობ ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის შეწყვეტის, ცვლილების რეჟიმს არეგულირებს საქართველოს კანონმდებლობა",- განუცხადა მოისწრაფიშვილმა On.ge-ს.