ერეკლე ბადურაშვილის ქართულ-თურქული კო-პროდუქციის მონტაჟი სულ მალე დაიწყება. „ხიდს“ ფილმის პროდიუსერი, რეჟისორი გიორგი თავართქილაძე დაამონტაჟებს. ერეკლეს გარდაცვალების შემდეგ ფილმის გადაღება სწორედ მან დაასრულა. ფილმში თამაშობენ – ნინი ბადურაშვილი, ქრისტინე იმედაძე, სალომე გოგიაშვილი, ზურაბ ცინცქილაძე. ასევე თურქი მსახიობები.
გიორგი თავართქილაძე ამბობს, რომ ერთადერთი საფიქრალი და საზრუნავი ერკლეს დედისთვის, ლალი ბადურაშვილისთივს არის ეს ფილმი და მისი დამთავრება. ისეთი განცდა აქვს, რომ ამ ნამუშევრით და ამ ფილმით უნდა გაგრძელდეს მისი შვილის ცხოვრება.
"ხვალ, ზეგ დასხდებიან სამონტაჟოში და ალბათ, მინიმუმ, ერთი თვე დასჭირდებათ. მერე გახმოვანება და თარგმანი წაიღებს დროს. ფილმში ინგლისური დიალოგიც არის. გადამღები ჯგუფი სულ მირეკავს, მეხმიანება. ერეკლეს მხატვართან ერთად კადრები დალაგებული ჰქონდა. რაც გადაღებული იყო, დამონტაჟებულიც ჰქონდა. ძალიან ველოდები, იქნებ როგორმე მივიტანო სული იქამდე", - განუცხადა "პრაიმტაიმს" ლალი ბადურაშვილმა.