რეზონანსი
09.09.2019

 (რეზონანსი) „თიბისი" ბანკის დამფუძნებელის, მამუკა ხაზარაძის პოლიტიკურ პარტიაში პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი მაღალჩინოსანი და საიას ყოფილი ხელმძღვანელი ანა ნაცვლიშვილი იქნება.

„დღეს გამოვაცხადებთ მხოლოდ და მხოლოდ ერთ ადამიანს და ეს იქნება ანა ნაცვლიშვილი, რომელიც დაინიშნა ჩვენი მოძრაობის სპიკერად. მიხარია ძალიან ანას შემოერთება. დანარჩენს გაიგებთ უახლოეს დღეებში", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძე საზოგადოებრივ მოძრაობის დაარსების შემდგომ მალევე პოლიტიკური პარტიის დაფუძნებასაც აპირებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×