რეზონანსი
09.09.2019

 (რეზონანსი) შინაგან საქმეთა სამინისტრომ თიანეთში მომხდარ სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული - 1982 წელს დაბადებული ზ.მ, დააკავა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 6 სექტემბერს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1968 წელს დაბადებულ ო.მ.-ს დანით გულის არეში დაზიანება მიაყენა და მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული თიანეთის რაიონის სოფელ ჟებოტაში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×