რეზონანსი
09.09.2019

 (რეზონანსი) მე, ზოგადად, იმედი არ მაქვს, რომ დღევანდელი პროკრატურის პირობებში რომელიმე საქმე იქნება გამოძიებული, - ამის შესახებ განცხადებას „თიბისი" ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე აკეთებს.

მისი თქმით, ე.წ. გახარიას წერილი მიუთითებს, თუ რამდენად მახინჯ სტრუქტურასთან აქვთ საქმე.

„ჩვენმა ადვოკატმა ჩამოიტანა პასუხი საკმაოდ სერიოზული შედეგებით, რომელსაც ადვოკატები იტყვიან. ასევე ტარდება სხვა ტიპის ექსპერტიზა და იმედია, რომ პროკურატურაში საქმე აღიძვრება თავიდან. წერილ მიუთითებს, თუ რამდენად მახინჯ სტრუქტურასთან გვქვს საქმე და ჩვენ ამას გამოვავლენთ.

მე, ზოგადად, იმედია რ მაქვს, რომ დღევანდელი პროკრატურის პირობებში რომელიმე საქმე იქნება გამოძიებული. ეს არის ქვეყნის მართვის მახინჯი ფორმა",- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მამუკა ხაზარაძემ პარტიის შექმნაზეც ისაუბრა და თქვა, ორ დღეში უკვე გამოცხადდება პარტიის დაფუძნების თარიღი და ადილმდებაროება.

„ჩვენ გიორგი კვირიკაშვილთან არ გვქონია არანაირი კონსულტაცია. რაც შეეხება ვანო მერაბიშვილს, პირველად თქვენგან გავიგე ვანო მერაბიშვილის პოლიტიკური აქტიურობის შესახებ",- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×