რეზონანსი
09.09.2019

 (რეზონანსი) ბათუმში ხახულის ქუჩაზე, ხიდიდან მსუბუქი ავტომობილი „ჟილინის" არხში გადავარდა. მანქანაში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა, რომელიც არ დაშავებულა. ინფორმაციას ამის შესახებ ajaratv.ge ავრცელებს.

თვითმხილველები ყვებიან, რომ ხიდზე დაგებული საფარი ნაწილობრივ დაზიანებულია. მათი თქმით, მძღოლი ცდილობდა, ავტომობილი დაზიანებული მონაკვეთისთვის აეცილებინა, რა დროსაც საჭე ვერ დაიმორჩილა და არხში ჩავარდა.

ადგილზე საპატრულო პოლიცია იმყოფებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მამაკაცი, რომელიც ავტომობილს მართავდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაჯარიმდება.

ხახულის ქუჩაზე მდებარე ხიდს მოაჯირები არ აქვს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×