რეზონანსი
09.09.2019

 (რეზონანსი) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის დირექტორის მოადგილე ზაზა ფარცვანია სოციალურ ქსელში არაეთიკურ და შეურაცხმყოფელ პოსტებს აქვეყნებს.

ფარცვანია სოციალურ ქსელში აქცია "სირცხვილიას" მიერ ორგანიზებულ საპროტესტო გამოსვლებს ეხმაურება და მხარდაჭერას უცხადებს დეპუტატ ემზარ კვიციანს, რომელმაც ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა აქციის მონაწილეებს.

აქციის მონაწილეებმა გუშინ პარლამენტთან გიორგი გახარიას გაპრემიერება გააპროტესტეს. აქციის მონაწილეებს აგრესიით უპასუხა ემზარ კვიციანმა.

ზაზა ფარცვანია თავის მხრივ ამბობს, რომ მისი ფეისბუქი პირადი სივრცეა და საკუთარ აზრს სოციალურ ქსელში ამიტომაც აფიქსირებს.

ეს ადამიანები არიან მართულები და 20 ადამიანის მოთხოვნა მოთხოვნაა და 2 მილიონის არა? უკვე გამაღიზიანებელია ამ პროვოკატორების საქციელი, ქვეყნის განვითარებას ხელს უშლიან - აღნიშნა ფარცვანიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×