რეზონანსი
09.09.2019

 (რეზონანსი) თბილისში, თარხნიშვილის ქუჩაზე, გუშინ ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. ის დალი ჩიტალაძის შვილი, ვახტანგ სუთიძეა. მის სიცოცხლეს ამ დროისთვის საფრთხე არ ემუქრება.

ვახტანგ სუთიძე ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

„ყველას უღრმესი მადლობა ყურადღებისათვის და სიყვარულისათვის. იმედი მაქვს, ღვთის წყალობით, მალე გამოვჯანმრთელდები. დიდება უფალს და მადლობა უფალს ყველაფრისათვის!", - დაწერა სუთიძემ.

სამართალდამცველებმა დაჭრაში ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში თბილისში დააკავეს.

პოლიციამ მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×